საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს საერთაშორისო ექსპერტების მიერ რეკომენდებული ახალი წესებით ატარებს

5 დეკემბერი 2013

3-6 დეკემბერს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდებს გამართავს სამოქალაქო სამართლის, სისხლის სამართლის და საერთო სამართლის სპეციალიზაციით. გამოცდები ტარდება ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს და საერთაშორისო ექსპერტების მიერ დადგენილი ახალი წესებით. გამოცდების მიმდინარეობას საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დააკვირდებიან. წელს, აპლიკანტთა გარკვეულ ჯგუფს  ეძლევა შესაძლებლობა, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩააბაროს ელექტრონული პროგრამის მეშვეობით. ხოლო, 2014 წლიდან გამოცდის ელექტრონული სისტემით ჩაბარება ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველი აპლიკანტისთვის.

 

გამოცდის ჩაბარების მსურველთა რაოდენობა  სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციის განხრით 284, სისხლის სამართლის–225 და საერთო სპეციალიზაციით–178 შეადგენს. საგამოცდო კითხვებს, გამოცდის მონაწილე ეცნობა უშუალოდ გამოცდაზე. თითოეული სპეციალიზაციის გამოცდისთვის განსაზღვრულია 100 საგამოცდო კითხვა,

გამოსაცდელს, რომელიც გამოცდაზე  მოაგროვებს 75 ან მეტ ქულას, ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა ჩაეთვლება ჩაბარებულად.

ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდები სამოქალაქო, სისხლის და საერთო სამართლის სპეციალიზაციით წელიწადში ორჯერ ტარდება.

 

მისამართი: თბილისი, კოსტავას 77ა, 
საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსი , მეოთხე სართული, 407–ე აუდიტორია

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი